ლეგენდარული ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა
Aa
Aa

ლეგენდარული ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ინგლისელი ფორვარდი ჯიმი გრივზი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კარიერის ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდი ლონდონის ''ტოტენჰემში'' გაატარა, ''დეზების'' რიგებში 379 შეხვედრაში 266 გოლი გაიტანა.

მან 1962-63 სეზონში ინგლისის ჩემპიონატში 37 გოლი გაიტანა, რაც ''ტოტენჰემის'' ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ის კიდევ ერთი კლუბის რეკორდსმენია: 1960-61 წლების სეზონში ჯიმი გრივზმა ინგლისის ჩემპიონატში ლონდონის ''ჩელსის'' რიგებში 41 გოლი შეაგდო.

1959-62 წლებში ჯიმი გრივზმა ინგლისის ეროვნულ გუნდში 57 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი შეაგდო. 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი ''ჩელსის'' (1957-61), ''მილანის'' (1961), ''ტოტენჰემის'' (1961-70), ''ვესტ ჰემის'' (1970-71), ''ბრენტფორდის'' (1975-1976), ''ჩელმსფორდ სიტის'' (1976-77), ''ბარნეტისა'' (1977-79) და ''ვუდფორდ თაუნის'' (1979-80) ღირსებას იცავდა. 

1962-63 წლების სეზონში ''ტოტენჰემთან'' ერთად თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები