მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა - ტოჩინოშონის გამარჯვება აკი ბაშოზე
Aa
Aa

მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა - ტოჩინოშონის გამარჯვება აკი ბაშოზე

ტოკიოში „რიოგოკუ კოკუგიკანში“„აკი ბაშოს'' მეექვსე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამა იყო. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა, გამარჯვების შანსი ორივეს ჰქონდა, თუმცა ორთაბრძოლის მიწურულს ქართველმა გოლიათმა იმძლავრა და მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა. ლევან გორგაძემ იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

საწყისი ექვსი შეხვედრის შემდეგ ტოჩინოშინის ანგარიშზე 2 გამარჯვება და 4 მარცხია. მან იუტაკაიმას გარდა პირველ საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-11 მაეგაშირა კოტოეკო უვატედაშინაგეს ილეთით დაამარცხა, შემდეგ კი ზედიზედ 4 შეხვედრა დათმო.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე ლევან გორგაძე იუტაკაიამას 4-ჯერ დაუპირისპირდა და ოთხივე შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა, დღეს კი მას მეხუთედ სძლია.

მე-7 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-14 მაეგაშირა კაისეი იქნება. მათი 23 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 13 მოიგო, 10 შეხვედრაში კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები