Aa Aa
13 სექტემბერი 2021  |  23:31

ოქრიაშვილი: "ტრავმა არ მიმიღია, თავს ცუდად ვგრძნობდი"

კვიპროსის ჩემპიონატის მეორე ტურში „აპოელმა“ „ნიქოზიას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველმა გიორგი ქვილითაიამ, თორნიკე ოქრიაშვილმა და ბუბა დაუშვილმა ითამაშეს, თუმცა ოქრიაშვილმა მატჩის დასრულება ვერ მოახერხა.

შეხვედრის 36-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების შემტევმა თავი ცუდად იგრძნო და მთავარ მწვრთნელს შეცვლა სთხოვა. თორნიკეს ტრავმა არ მიუღია. Crystalsport-ის ინფორმაციით, მას სიცხე ჰქონდა და მატჩის მიმდინარეობისას გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. ქვილითაიამ და დაუშვილმა კი მინდორზე 90 წუთი გაატარეს.

Crystalsport-თან საუბრისას ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში კორონავირუსის ტესტს გაიკეთებს, რათა ბოლომდე გაერკვეს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაში.

რაც შეეხება „აპოელს“, კვიპროსულმა გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. ორი მატჩი და ორი წაგება. მომდევნო ტურში ავგუსტის გუნდი „აპოლონს“ ესტუმრება. შეხვედრა 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში