ლევან კობიაშვილი: „ესპანეთის წინააღმდეგ შემადგენლობა რომ ვნახე ვთქვი - რა ხდება?
Aa
Aa

ლევან კობიაშვილი: „ესპანეთის წინააღმდეგ შემადგენლობა რომ ვნახე ვთქვი - რა ხდება?"

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე თვეში 2 მატჩი ჩაატარა. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში, კოსოვოს წინააღმდეგ ანგარიშით - 0-1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა (4-0), რასაც ამხანაგურ შეხვედრაში, ბულგარეთთან, სოფიაში მარცხი მოჰყვა (4-1).

საერთო ჯამში, გასულ 3 შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ყოველკვირეულ სპორტულ გადაცემაში, სპორტი იმედზე, სტუმრად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა საინტერესო საკითხის გარდა, საუბარი შემადგენლობის ცვლილებასაც შეეხო.

გულახდილად გითხრათ? როდესაც სტადიონზე მივდიოდი და ესპანეთის წინააღმდეგ ჩვენი სასტარტო თერთმეტეული გავიგე, კარგი განწყობა არ დამეუფლა, ვთქვი - რა ხდება?

თქვენ როგორ ფიქრობთ, თუ მწვრთნელს ყველა მოთამაშე ჯანმრთელი ჰყავს და მათით კმაყოფილია,  ძირითად შემადგენლობას რატომ შეცვლის? ამას არცერთი მწვრთნელი გააკეთებს. შემადგენლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ რით წავაგეთ? მეტოქეს ჩვენზე მეტად ეტყობოდა, რომ მოგება სურდა: იბრძოდა, დარბოდა. არ ჩანდა, რომ ჩვენს ფეხბურთელებს რაღაცის დამტკიცება სურდათ. ეს მტკივა, ეს მაწუხებს, ეს არის ჩემთვის გაუგებარი.

ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რაც იქ მოხდა. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები ესპანეთის, შვედეთის, კოსოვოსა და საბერძნეთის ჯგუფში ასპარეზობს. 5 მატჩის შემდეგ, სანიოლის გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და ჯგუფში, ბოლო, მე-5 ადგილს იკავებს (1 ფრე, 4 მარცხი / 2 გატანილი, 9 გაშვებული).

ფოტოები: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები