„ძალიან ამაყი ვარ
Aa
Aa

„ძალიან ამაყი ვარ" - ქოჩორაშვილმა ლევანტესთან გაახანგრძლივა

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტესთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ვალენსიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და ხელშეკრულების დეტალებზე ისაუბრა.

„ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების კიდევ 3 წლით გახანგრძლივებაა შესაძლებელი“, - წერია „ლევანტეს“ განცხადებაში.

„ამ მომენტში ძალიან ამაყი ვარ, რადგან შემიძლია, კიდევ ერთი წელი ვიყო კლუბში, რომელმაც უამრავი რამ მომცა“, - აღნიშნა ქოჩორაშვილმა ვალენსიელთ ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წლის ივლისში შეუერთდა და ძირითადად, „ლევანტეს“ სარეზერვო გუნდში, „ატლეტიკო ლევანტეში“ უწევს თამაში. ქოჩორაშვილმა ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონში 31 შეხვედრა ჩაატარა. 2-ჯერ კოპა დელ რეიზე იასპარეზა, ხოლო ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში 4-ჯერ ითამაშა. ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მისი დებიუტი 2020 წლის 12 ივლისს, „ბილბაოს“ წინააღმდეგ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები