მამარდაშვილი ძირითადში იქნება - Goal.com-ისა და El Desmarque-ის პროგნოზი
Aa
Aa

მამარდაშვილი ძირითადში იქნება - Goal.com-ისა და El Desmarque-ის პროგნოზი

სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრას სტუმრად გამართავს. „ღამურები“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდებიან, რომელსაც 5 ქულა აქვს და არც ერთხელ დამარცხებულა.

შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, El Desmarque-მ და Goal.com-მა „ვალენსიას“ სავარაუდო შემადგენლობები დაასახელეს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერის ბედია და ორივე გამოცემის აზრით, „მამარდა“ „ოსასუნასთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასული სანაკრებო პაუზისას, მამარდაშვილმა საქართველოს ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 20 წლის მეკარემ 4 ბურთი გაუშვა, რაც ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია. Marca-მ დაწერა, რომ „მამარდამ“ შანსი ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო და მწარე დებიუტი ჰქონდა, Mundo Deportivo-მ კი ოთარ გაბელიას სიტყვები მოიშველია, რომელმაც განაცხადა, რომ მამარდაშვილს წინ დიდი მომავალი აქვს.

ცნობისთვის, „ოსასუნასთან“ მატჩი კვირას გაიმართება და თბილისის დროით, 18:15-ზე დაიწყება. პამპლონელების შემდეგ, „ვალენსიას“ მომდევნო გაჩერება მადრიდის „რეალი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები