მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს დელეგაცია უძლიერესი შემადგენლობით
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველოს დელეგაცია უძლიერესი შემადგენლობით

ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო 2-10 ოქტომბერს ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაცია აღნიშნულ ტურნირზე 20 სპორტსმენით(10 თავისუფალი - 10 ბერძნულ-ერომაული) წარსდგება.

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მონაწილეთა სია გამოაქვეყნა. არშანისნავია,რომ თავისუფალ სტილში 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი გეიბლ დენ სტივესონი მონაწილეობას არ მიიღებს,მაგრამ ოსლოს ხალიჩაზე ყველა გენო პეტრიაშვილისა და ტაჰა აკგულის ბრძოლას ელიან.

საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები :

ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.); ბექა ლომთაძე (61 კგ.); შოთა ფარტენაძე (65 კგ.);  ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.); ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.); ნიკა კენჭაძე (79 კგ.); სანდრო ამინაშვილი (86 კგ.); ირაკლი მწითური (92 კგ.); ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.); გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

ასევე მსოფლიო ჩემპიონატს ლეგენადარული კუბელი მიან ლოპეს ნუნესი გამოტოვებს. შეგახსენებთ,რომ ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე 130 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში კუბელმა ჩვენი ფალავანი იაკობ ქაჯაია დაამარცხა. 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები :

ნუგზარ წურწუმია (55 კგ.); ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.); ლერი აბულაძე (63 კგ.); რამაზ ზოიძე (67 კგ.); შმაგი ბოლქვაძე (72 კგ.); გელა ბოლქვაძე (77 კგ.); აივენგო რიკაძე (82 კგ.); ლაშა გობაძე (87 კგ.); გიორგი მელია (97 კგ.); იაკობ ქაჯაია (130 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფალავნებმა 6 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ბექა ლომთაძე, გენო პეტრიაშვილი, ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ირაკლი მწითური და იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები