„მეტოქემაც კარგად ითამაშა
Aa
Aa

„მეტოქემაც კარგად ითამაშა" - რა თქვა ბულგარეთის ნაკრების თავკაცმა მატჩის შემდეგ

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იასენ პეტროვმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართულ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა. „ლომების“ თავკაცი შედეგით კმაყოფილი დარჩა და საკუთარი შეგირდები შეაქო.

„საქართველოსთან გამართული მატჩით კმაყოფილი ვარ. ძირითად შემადგენლობაში 9 ახალი ფეხბურთელი მოხვდა, რომლებმაც უმაღლეს დონეზე ითამაშეს და მინდა, თითოეული მათგანი შევაქო. არ მახსოვს, ბოლოს ოთხი გოლი როდის გავიტანეთ, თუმცა ერთი ბურთი მეტოქემაც შეაგდო, მსაჯზე კი კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან მატჩისას ყვითელი ბარათი უკვე მივიღე.

შემადგენლობის შერჩევა რთული იყო და ეს შედეგი ტკბილი და სასიამოვნო ამიტომაცაა. გადატვირთული სანაკრებო ციკლისას როტაციას მივმართეთ და პრობლემები ნამდვილად გვქონდა.

ასეთი მატჩების შემდეგ, ბულგარელი ქომაგები ამბობენ, რომ სუსტი მეტოქე გვყავდა, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში სუსტი გუნდი არ არსებობს და საქართველოს ნაკრებსაც კარგი მატჩი ჰქონდა. უკმაყოფილო ვარ, გოლი რომ გავუშვით, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები უნდა შევაქოთ. საერთო ჯამში, 4-მცველიანი ტაქტიკით თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ზედიზედ მესამე შეხვედრაა ამ სქემას ვიყენებთ, მთავარი კი ისაა, რომ გუნდში პოზიტიური განწყობაა“.

შეგახსენებთ, რომ მასპინძელთა მხრიდან თავი ნედელევმა, ილიევმა, დელევმა და ხრისტოვმა გამოიჩინეს, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები