ბრიტანელთა ფავორიტი 7-იანები - სიაში გიორგი ქინქლაძეცაა
Aa
Aa

ბრიტანელთა ფავორიტი 7-იანები - სიაში გიორგი ქინქლაძეცაა

სპორტულმა პლატფორმამ, OLBG-მა საინტერესო კვლევა ჩაატარა და 7 ნომრით მოასპარეზე ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ფეხბურთის ბრიტანელ გულშემატკივარს ყველაზე მეტად უყვარს. OLBG-მა სოციალურ ქსელებში ქომაგთა მიერ გამოქვეყნებული ათიათასობით პოსტი შეისწავლა და კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ სიაში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძეც მოხვდა. „ქინქი“ მოწინავე პოზიციას არ იკავებს, თუმცა ისეთ ლეგენდებს უსწრებს, როგორებიც კენი დალგლიში, ალესანდრო დელ პიერო და ანდრეი შევჩენკო არიან.

უცნაურია, მაგრამ კვლევის მიხედვით, ბრიტანელი ქომაგების საყვარელი 7-იანი ჰენრიკ ლარსონი გახდა, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი „სელტიკში“ გაატარა. მეორე ადგილს „ლივერპულის“ ლეგენდა, კევინ კიგანი იკავებს, მესამე კი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ.

ბრიტანელთა საყვარელი 7-ნომრიანი მაისურით მოასპარეზე ფეხბურთელთა სრული სია ასე გამოიყურება:

1 - ჰენრიკ ლარსონი

2 - კევინ კიგანი

3 - კრიშტიანუ რონალდუ

4 - ლუის სუარესი

5 - ბასტიან შვაინშტაიგერი

6 - ჯორჯ ბესტი

7 - ფრანკ რიბერი

8 - დევიდ ბექჰემი

9 - გარინჩა

10 - რაული

11 - ანტუან გრიზმანი

12 - რობერ პირესი

13 - ერიკ კანტონა

14 - ლუიშ ფიგუ

15 - მეტ ლე ტისიე

16 - ხავიერ სავიოლა

17 - გიორგი ქინქლაძე

18 - კენი დალგლიში

19 - ალესანდრო დელ პიერო

20 - სტივ მაკმანამანი

21 - ანდრეი შევჩენკო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები