MARCA: ვალენსია მამარდაშვილის გამოსყიდვას ჩქარობს
Aa
Aa

MARCA: ვალენსია მამარდაშვილის გამოსყიდვას ჩქარობს

ესპანური გამოცემა Marca გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. გავლენიანი ტაბლოიდის თქმით, „ვალენსია“ ქართველ მეკარეს რაც შეიძლება სწრაფად გამოისყიდის, რადგან მისი ფასი მზარდია და „მამარდამაც“ თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა.

„ის ვალენსიაში ჩუმად, ხმაურის გარეშე ჩავიდა, როგორც მეორე გუნდის მეკარე და პირველი გუნდისთვის მე-4 მეკარე, ახლა კი ის კლუბისთვის დამატებითი ღირებულებაა, რომელიც სულ უფრო იზრდება. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყო საჭირო ადგილას, საჭირო დროს.

ქართველი მეკარე ვალენსიისთვის ნამდვილი საზაფხულო „ბუმი“ იყო. პრესეზონზე მან იმდენი გააკეთა, რომ გუნდის პირველი მეკარე გახდა და ეს 20 წლის ასაკში. ფაქტია, რომ ის მესტალიაზე სათადარიგო გუნდში სათამაშოდ სასაცილო თანხის სანაცვლოდ მივიდა და შემდეგ მოლოდინს გადააჭარბა.

გიორგის უკვე ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში იძახებენ, თუმცა ჯერჯერობით თამაშის შანსი არ მისცემია. როგორც წესი ძირითადში 35 წლის გიორგი ლორია დგას, მაგრამ კოსოვოსთან მოულოდნელმა მარცხმა შესაძლოა ესპანეთთან თაობათა ცვლა გახსნას. თუ, ამ დიდ მატჩში ვერ ითამაშებს მას მოთმინება მართებს, რადგან იგი შანსს აუცილებლად მიიღებს.

ვალენსია აპირებს, რომ გამოსყიდვის უფლება რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენოს, რადგან დროის გასვლასთან ერთად, შეთანხმების თანახმად ფასიც იზრდება. ორივე მხარის სურვილი ნათელია და სექტემბერში მათ შორის კონტაქტი შედგება.

მამარდაშვილი მზარდი ღირებულებაა და ვალენსია აპირებს, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 15 მილიონი ევრო ჩაწეროს. ის, ევროპაში დამწყებ მეკარეთა შორის მადისაღმძვრელი ხელმისაწვდომი ფიგურა გახლავთ, რომელმაც ელიტას თავი უკვე წარუდგინა“.

- წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ ლა ლიგის მე-4 ტურის მატჩს პამპლონაში „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს. მომდევნო ტურში კი „ღამურები“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდებიან.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები