კოსოვოს მწვრთნელი: „საქართველო და კოსოვო თანაბარი დონის ნაკრებები არიან და ასეთივე შეხვედრას ველი
Aa
Aa

კოსოვოს მწვრთნელი: „საქართველო და კოსოვო თანაბარი დონის ნაკრებები არიან და ასეთივე შეხვედრას ველი"

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში 2 ოფიციალურ და 1 ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო შეხვედრას 2 სექტემბერს, ბათუმის ახალ სტადიონზე, პირველად ჩაატარებს, სადაც კოსოვოს უმასპინძლებს. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად, ბადახოსში, ესპანეთის წინააღმდეგ შედგება, 8 სექტემბერს კი ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში, ვასილ ლევსკის სტადიონზე, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრების დაუპირისპირდება.

დღეს, ბათუმი არენაზე, მატჩისწინა პრესკონფერენციები გაიმართა.

კოსოვოს მთავარი მწვრთნელი, ბერნარდ  შალანდესი

„კოსოვო საქართველოს მსგავსად ევროპის ჩემპიონატთან ახლოს იყო. მაშინ ჩვენი და თქვენი გეგმები ჩრდილოეთ მაკედონიამ ჩაშალა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორივე ნაკრები თანაბარი დონის არის და ასეთივე შეხვედრას ველი.

ფეხბურთი მაყურებელს ეკუთვნის, მათ გარეშე ეს სპორტი წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ვიცით რა რთულ სიტუაციაშია მსოფლიო,  ამიტომ ამ რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ. ამ ამბავს დადებით ასპექტში არ განვიხილავთ, რადგან მაყურებელი ყველა სტადიონზე გვსურს.

ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ძლიერია. ვუყურე საქართველოს ნაკრების თამაშებს და ვთვლი, რომ თქვენი ნაკრები კარგად დაკომპლექტებული გუნდია, კარგი ფეხბურთელებით. ესპანეთთან მატჩი ვნახე, ვნახე სხვა შეხვედრებიც და ვთვლი, რომ საქართველოს უბრალოდ არ გაუმართლა.

რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ამ მომენტისთვის გარკვეული პრობლემები გვაქვს, ტრავმები გვაწუხებს და ახალ ფეხბუთელებს ამიტომ ვუხმეთ. ისედაც, ვფიქრობ, რომ ყოველთვის საჭიროა ახალი სახეების გამოცდა".

კოსოვოს ვარჯიში ბათუმი არენაზე

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ვილი სანიოლმა დაიწყო. საქართველო ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ჯგუფში ასპარეზობს, მიუხედავად ნაჩვენები სათამაშო ხარისხის პროგრესის, 3 მატჩის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს ( მარცხი / 1 ფრე) და ცხრილში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მე-5, ბოლო პოზიციაზე, 1 გატანილი და 6 გაშვებული ბურთით, სწორედ ჩვენი მომავალი მეტოქე, კოსოვოა.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

2 სექტემბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო 

5 სექტემბერი, 22:45 | ესპანეთი v  საქართველო

8 სექტემბერი, 20:30 | ბულგარეთი v საქართველო (ამხანაგური მატჩი)

სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები