EXCLUSIVE: 25 აგვისტოს ქუთაისის ტორპედო ახალი ინვესტორის ხელში ოფიციალურად გადავა
Aa
Aa

EXCLUSIVE: 25 აგვისტოს ქუთაისის ტორპედო ახალი ინვესტორის ხელში ოფიციალურად გადავა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის ტორპედო, რომელსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები აქვს, იყიდებოდა. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა მყიდველისთვის ხელი შეუწყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემდა.

ტორპედოს საწყისი ფასი 567 00 ლარი იყო, თუმცა მაშინ გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.

აუქციონის თანდართულ ფაილში ნათქვამი იყო, რომ ახალ მფლობელს კლუბთან მიმართებაში მთელი რიგი ვალდებულებები ექნებოდა, მათ შორის: არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად  670 000 ლარის ინვესტიციის გამოყოფა, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, არანაკლებ 1 800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ასევე, საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად  თანხის მოზიდვა, არანაკლებ 4 000 000 ლარის ოდენობით , მოზიდული ინვესტიციის 10% -ის გამოყენება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისთვის და სხვა.

ბოლო დროს კლუბის სახელი  ნიუ ვიჟენის რექტორს, დავით კერესელიძესა და ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის პრეზიდენტს, აიეტ კუკავას დაუკავშირდა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 25 აგვისტოს, ქუთაისის მერიაში საკრებულოს სხდომა ჩაინიშნა, სადაც ოფიციალურად მოხდება ტორპედოს გადაცემა ახალ ინვესტორზე. ასევე CrystalSport-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საბოლოოდ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდის ახალი ინვესტორი ნიუ ვიჟენის რექტორი, დავით კერესელიძე გახდება. 

დავით კერესელიძე მომდევნო წლებში ტორპედოს წარმატებაზე პასუხისმგებელი იქნება. კონკრეტულად რა გეგმები აქვს ახალ სპონსორს, ამაზე სავარაუდოდ ის თავად, მომდევნო დღეებში ისაუბრებს.

ფოტო: ტორპედო ქუთაისი

საინტერესოა ისიც, რომ კერესელიძე ქუთაისელ გულშემატკივარს დაახლოებით 1 თვის წინ შეხვდა და კლუბში არსებული მაშინდელი ფინანსური დავალიანება დაფარა.

ქუთაისის მერიამ  ტორპედო 300 000 ლარად 2017 წელს გაიყიდა, რომელიც ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. მოგვიანებით, ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჩაჩავამ კლუბი ხმაურით დატოვა. ამის შემდეგ ქუთაისურ გუნდში იტალიელი ინვესტორები გამოჩნდნენ, რომელთაც ტორპედო მალევე დატოვეს.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები