ტორპედო იყიდებოდა, თუმცა აუქციონი არ შედგა: „ქუთაისს სიმართლე აინტერესებს"
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი, ქუთაისის „ტორპედო", რომელსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები აქვს, იყიდებოდა. ინფორმაცია აუქციონზე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა.
აუქციონის თანდართულ ფაილში ნათქვამი იყო, რომ ახალ მფლობელს კლუბთან მიმართებაში მთელი რიგი ვალდებულებები ექნებოდა, მათ შორის: არსებული კრედიტორული დავალიანების დასაფარად 670 000 ლარის ინვესტიციის გამოყოფა, ხოლო არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე, არანაკლებ 1 800 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ასევე, საქართველოს ფეხბურთის განვითარების პროგრამის დასრულების შემთხვევაში ყოველწლიურად თანხის მოზიდვა, არანაკლებ 4 000 000 ლარის ოდენობით , მოზიდული ინვესტიციის 10% -ის გამოყენება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისთვის.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა მყიდველისთვის ხელი შეუწყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში, რისთვისაც, კანონით დადგენილი წესით, სარგებლობაში საფეხბურთო ბაზას გადასცემდა.
„ტორპედოს" საწყისი ფასი 567 00 ლარი იყო, თუმცა გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.
ყველა ვალდებულება, რომელიც მყიდველს დაეკისრება
ფოტო: საფეხბურთო კლუბი ტორპედო
ქუთაისის მერიამ 2017, „ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა, რომელიც ზაალ ჩაჩავამ შეიძინა. მოგვიანებით, ვალდებულებები ვერ შეასრულა და ჩაჩავამ კლუბი ხმაურით დატოვა. ამის შემდეგ ქუთაისურ გუნდში იტალიელი ინვესტორები გამოჩნდნენ, რომელთაც „ტორპედო" მალევე დატოვეს.