დენვერის პირველი გამარჯვება - ბეჟანიშვილს ისევ არ უთამაშია
Aa
Aa

დენვერის პირველი გამარჯვება - ბეჟანიშვილს ისევ არ უთამაშია

ლას ვეგასში საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს და „დენვერ ნაგეთსმა“ მორიგი შეხვედრა გამართა. კოლორადოელები „დალას მავერიქსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ოვერტაიმში სძლიეს - 89-85.

როგორც მოგეხსენებათ, „დენვერის“ საზაფხულო გუნდში ქართველი კალათბურთელი, გიორგი ბეჟანიშვილი ასპარეზობს, თუმცა მას ტექსასელების წინააღმდეგ თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია. ბეჟანიშვილმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.  

ცნობისთვის, ეს ზედიზედ მეორე შეხვედრაა, როცა გიორგის სათამაშო დრო არ ეძლევა. „ფინიქსთან“ მატჩში იგი პარკეტზე არ გამოჩენილა, ხოლო „ბოსტონთან“ მხოლოდ 3 წუთი და 57 წამი ითამაშა.

ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის დასრულებამდე, „დენვერი“ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს. კოლორადოელები სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსს“ გაეჯიბრებიან და იმედი ვიქონიოთ, რომ თავის გამოჩენის შანსი ორივე ქართველ კალათბურთელს მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები