სივასპორთან განმეორებით მატჩამდე სამტრედიამ ბათუმს მატჩის გადადებაზე უარი უთხრა
Aa
Aa

სივასპორთან განმეორებით მატჩამდე სამტრედიამ ბათუმს მატჩის გადადებაზე უარი უთხრა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ბათუმში, ბათუმი არენაზე შედგა, სადაც  „დინამო" ბათუმმა თურქულ „სივასპორს" უმასპინძლა. შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და „სივასპორის" სასარგებლოდ, ანგარიშით - 1-2 დასრულდა. სამწუხაროდ, „სივასპორმა" აჭარულ გუნდს გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთის მიმდინარეობისას გაუტანა.

გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს შედგება და 22:00 საათიდან დაიწყება. ამ წყვილში ყველაფერი სწორედ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ხვალ, 22-ე ტურის მატჩებით უნდა განახლდეს, უშუალოდ, „დინამო" ბათუმს კი მომდევნო მატჩი 8 აგვისტოს, ბათუმი არენაზე აქვს ჩანიშნული. საინტერესოა, რომ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო, უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის კალენდარში ცვლილებები არ შევიდა - აჭარული გუნდი 8 აგვისტოს უმაღლესი ლიგის მატჩს გამართავს და შეხვედრა არ გადაიდება. ამის მიზეზი აუტსაიდერი „სამტრედიაა" - გუნდმა მატჩის გადადებაზე უარი განაცხადა.

„8-ში, სამტრედიას წინააღმდეგ, მატჩს ჩვეულებრივ ჩავატარებთ. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ , გავიდეთ, ვითამაშოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ", - ასე უპასუხა „დინამო" ბათუმის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძე მედიის კითხვას.

8 აგვისტოს, „დინამო" ბათუმისა და „სამტრედიას" მატჩი 21:00 საათიდან დაიწყება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გასული, 21 ტურის შემდეგ, 42 ქულით საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას სწორედ „დინამო" ბათუმი ლიდერობს, ხოლო „სამტრედიას" 10 ქულა აქვს და უმაღლესი ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერია - ამ ეტაპზე,  „სამტრედია" მეორე ადგილოსან „თელავს" 9 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები