Aa Aa
2 აგვისტო 2021  |  18:16

ჟირუ: "ღმერთს უნდოდა, რომ მილანში მეთამაშა"

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ოლივიე ჟირუ „მილანს“ შეუერთდა. ფრანგმა თავდამსხმელმა „როსონერიში“ გადასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა.

რა თქვა ჟირუმ?

„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი „მილანის“ თამაშებს ვუყურებდი და შევჩენკოს ვგულშემატკივრობდი. მოგვიანებით ჩვენ მეგობრები გავხდით და მისგან უამრავი რჩევა მივიღე.

ჩემთვის უდიდესი პატივია ისეთ კლუბში ყოფნა, რომელშიც არაერთი ვარსკვლავი თამაშობდა. მალდინისთან საუბრის შემდეგ აღფრთოვანებული ვიყავი. მსურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. ჩემი პრიორიტეტია, რომ აქ დამიმახსოვრონ, როგორც კარგი ადამიანი.

ყველა კლუბში, სადაც კი მითამაშია ტიტულები მოვიგე. იგივეს გაკეთებაც „მილანშიც“ მსურს. ვიგრძენი, რომ „ჩელსის“ დატოვების დრო იყო. ღმერთს უნდოდა, რომ „მილანში“ მეთამაშა. „როსონერი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია და ახალი პროექტის გულწრფელად მჯერა.

ჩემი ასაკი არაფერს ნიშნავს. ზლატანი ჩემზე დიდი სულ რამდენიმე წლით არის. ეს ყველაფერი მენტალობას უკავშირდება. ასევე სწორ მოტივაციას. მე ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში.“

შეგახსენებთ, რომ ოლივიე ჟირუს დებიუტი ამხანაგურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ შედგა. ხსენებული დაპირისპირება ფრე 1:1 დასრულდა. ვეტერანმა თავდამსხმელმა კი სადებიუტო შეხვედრაში თავი გამოიჩინა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში