ტოკიო 2020 - ძიუდოისტების ისტორიული შედეგი
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ძიუდოისტების ისტორიული შედეგი

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა ასპარეზობა დაასრულეს. საქართველოს ნაკრებისთვის ტოკიოში გამართული შეჯიბრი ისტორიული გახდა. ლაშა გუჯეჯიანის შეგირდებმა 4 მედალი მოიპოვეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა დაისაკუთრეს.

ტოკიოს ტატამზე პირველი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიამიანი გამოჩნდა. ქართველმა ძიუდოისტმა სამი ბრძოლა გამართა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მეოთხედფინალურ ეტაპზე იაპონელთან, ნაოჰისა ტაკატოსთან შეხვედრა იყო, რომელთანაც ლუხუმმა ბოლომდე იბრძოლა და რომ არა მსაჯები, შესაძლოა, მოეგო კიდეც. ქართველი ფალავანი დამაშვიდებელ ბრძოლაში კორეელ ვონ ჯიმ კიმთამ დამარცხდა.

ტოკიო 2020-ზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვისთვის დაპირისპირებაში კი იაპონელ ჰიფუმი აბესთან წააგო.

მესამე დღეს საქმეში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჩაერთო, რომელმაც მარგველაშვილის მსგავსად ფინალში გააღწია. მარცხის მიუხედავად, გორელი ძიუდოისტი გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიურ თამაშებზე მედალი მოიპოვა.

81 კილოში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსაჯების უხეში შეცდომის გამო მეოთხედფინალში დამარცხდა და სამწუხაროდ უმედლოდ დარჩა.

28 ივლისი კი ქართული სპორტისთვის ისტორიული გახდა. 21 წლის არხილოსკალოელმა ბიჭმა ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ბექაურმა ფინალში სენსაციურად გასული გერმალეი ედუარდო ტრიპელი დაამარცხა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამწუხაროდ ვარლამ ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩა. ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა ნახევარფინალი აარონ ვულფთან დათმო, ხოლო ბრინჯაოს შეხვედრა - ნიაზ ილიასოვთან.

ტურნირის ბოლო დღეს ოქროს მოგების შანსი გურამ თუშიშვილს ჰქონდა. ფინალურ შეხვედრაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან წააგო.

საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

ლაშა გუჯეჯიანი - ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 

გიორგი ათაბეგაშვილი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები