ტოკიო 2020 - სახილ ალახვერდოვი ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - სახილ ალახვერდოვი ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე კრივში სახილ ალახვერდოვი პირველივე წრეში გამოეთიშა.

52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი მოკრივე ჩინელ იანგუნ ჰუსთან ანგარიშით 5:0 დამარცხდა.

დღესვე ოლიმპიურ თამაშებზე 75 კილოგრამი წონითი კატეგორიაში საქართველოს სახელით გიორგი ხარაბაძე იასპარეზებს,რომელიც 1/32 ფინალში უზბეკ ფანატ კახრამანოვს დაუპირისპირდება.

ხვალ კი ოლიმპიურ რინგზე 69 კილოგრამ წონით კატეგორიის მერვედფინალში ესკერხან მადიევი უგანდელ მოკრივეს შადირი ბვოგის შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები