Aa Aa
25 ივლისი 2021  |  16:02

დაუსრულებელი სეზონი - პედრის 64-ე მატჩი სექტემბრის შემდეგ

ევრო 2020-ის მონაწილე ფეხბურთელები ახლა ისვენებ და სულ ცოტა ხანში სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის საკუთარ გუნდებს დაუბრუნდებიან. იგივეს ვერ ვიტყვით „ბარსელონას“ ამომავალ ვარსკვლავზე პედრიზე.

ამ მომენტში ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, სადაც ესპანეთის ნაკრები მონაწილეობს. „ფურია როხას“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში კი პედრი არის გამოძახებული. 18 წლის ნახევარმცველმა პირველ მატჩში ეგვიპტის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ესპანელები მეორე მატჩში ავსტრალიას შეხვდნენ და პედრი კვლავ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ბარსას ფეხბურთელი ძალიან ბევრს თამაშობს. სექტემბრის შემდეგ, ავსტრალიასთან მატჩი მისთვის რიგით 64-ეა.

პედრი ასეთი სტატისტიკით მარტო არ არის. არიან ესპანელი ფეხბურთელები, რომლებმაც საკმაოდ ბევრი ითამაშეს. უნაი სიმონი 58 მატჩი, პაუ ტორესი 59 მატჩი, დანი ოლმო 63 მატჩი და მიკელ ოიარსაბალი 57 მატჩი.

ეს სტატისტიკას პედრის დიდ შვებას ვერ მოგვრის. უნდა აღინიშნოს, რომ მისთვის ეს მეორე სრულფასოვანი სეზონია და ის უკვე ასეთ დატვირთვას იღებს. ევრო 2020-ზე პედრიზე მეტი სათამაშო წუთები მხოლოდ უნაი სიმონს და ემერიკ ლაპორტის ჰქონდათ, მაგრამ სასაცილოა თუ რამდენით მეტი. საუბარია მხოლოდ ერთ წუთზე. ლაპორტიმ და სიმონმა 630 წუთი ითამაშეს, პედრიმ 629.

გარდა ამისა, პედრი ევრო 2020-ზე მონაწილე იმ სამ ფეხბურთელს შორის შევიდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ირბინეს. ახალგაზრდა ტალანტა ჯამში 76.1 კილომეტრი დაფარა.

68 მატჩიდან 52 „ბარსელონაზე“ მოდის. 37 შეხვედრა ლა ლიგაში, 6 კოპა დელ რეიზე, 2 ესპანეთის სუპერ თასზე და 7 ჩემპიონთა ლიგაზე.

16 დაპირისპირება კი „ფურია როხას“ რიგებში გამართა. 6 ევროპის ჩემპიონატზე, 3 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე და 1 ამხანაგური მატჩი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში