Aa Aa
24 ივლისი 2021  |  19:32

ზარანდიამ კორონავირუსი რთულ ფორმებში გადაიტანა

''ზულტე ვარეგემის'' ქართველმა ნახევარმცველმა ლუკა ზარანდიამ კორონავირუსი რთულ ფორმებში გადაიტანა. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელი 5 დღის განმავლობაში თავს საკმაოდ ცუდად გრძნობდა. სიმპტომებიდან ყელის, თავისა და თვალების ტკივილი აღენიშნებოდა. მოთამაშე გამოჯანმრთელდა, თუმცა თავის ტკივილის სიმპტომი მსუბუქი ფორმით დაუტოვა.

ამჟამად, ფეხბურთელი ინდივიდუალურად ემზადება. სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს 3-4 კვირაში განაახლებს. მოთამაშე მოუთმენლად ელის მოედანზე დაბრუნებას და საუკეთესო თვისებების გამოვლენას.

გასული წლის ოქტომბერში ლუკა ზარანდიას მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის გამოც მთელი სეზონი გაუცდა. ახალი სეზონისთვის მზადება ''ვარეგემთან'' ერთად უნდა დაეწყო, თუმცა კორონავირუსისა და მცირე ტკივილების გამო მისი დაბრუნება გადაიდო. დაახლოებით ერთ თვეში თამაშისთვის მზად იქნება.

24 წლის შემტევი 2019 წლის ზაფხულში პოლონური ''არკადან'' ''ზულტე ვარეგემში'' გადავიდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, გარკვეული პერიოდი იჯარით ყაზახურ ''ტობოლში'' გაატარა, შემდეგ ბელგიურ კლუბს დაუბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო გასული სეზონი გაუცდა.

ფეხბურთელმა კარიერის საუკეთესო მონაკვეთი პოლონურ ''არკაში'' გაატარა (2017-19), სადაც სწრაფი და ტექნიკური თამაშით ექსტრაკლასას ერთ-ერთ გამორჩეულ გარემარბად იქცა, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი პოლონეთის თასის ფინალში გატანილი ბრწყინვალე გამარჯვების გოლია.

2017 წლის 2 მაისს ლუკა ზარანდიას ბრწყინვალე გოლით ''არკამ'' პოლონეთის თასის ფინალში პოზნანი ''ლეხი'' დაამარცხა. ზარანდია ისტორიული გოლის ავტორია. გარდა ამისა გუნდთან ერთად პოლონეთის სუპერთასი ორჯერ მოიგო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში