მაკაბის მწვრთნელი: „ვეცდებით, განმეორებითი შეხვედრაც წარმატებით დავასრულოთ
Aa
Aa

მაკაბის მწვრთნელი: „ვეცდებით, განმეორებითი შეხვედრაც წარმატებით დავასრულოთ"

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი დინამო არენაზე შედგა - „დინამო" თბილისმა  „მაკაბის" უმასპინძლა და ანგარიშით - 1-2 დამარცხდა.

შეხვედრის შემდეგ მატჩი „მაკაბის" მთავარმა მწვრთნელმა ტრადიციულ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

ბარაკ ბახარი -  „მაკაბის" მთავარი მწვრთნელი

„მადლობა მასპინძლობისა და გულთბილი დახვედრისთვის.

გავიმარჯვეთ და რა თქმა უნდა, ეს შედეგი ჩვენთვის დადებითია, თუმცა გაშვებული გოლით იმედგაცრუებული ვარ.

ეს გამარჯვება საწინდარია იმის, რომ შემდეგი მატჩებიც ასევე წარმატებით დავასრულოთ.

რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა მარტივი არ იყო. შემდეგი მატჩიც რთული იქნება, თუმცა ვეცდებით ჩაფიქრებული ამოცანები ბოლომდე განვახორციელოთ“.

საინტერესოა, რომ აქამდე, „დინამო" თბილისს ისრაელის გუნდებთან ოფიციალური საერთაშორისო მატჩი არ ჩაუტარებია და „მაკაბი" ჰაიფასთან პაექრობა სადებიუტო იყო.

განმეორებითი შეხვედრა

გუნდების განმეორებითი მატჩი 29 ივლისს, სტუმრად შედგება. ისრაელში გასამართი საპასუხო შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 20:00 საათიდან აიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი მატჩის ჯამში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „მაკაბის" ბარიერს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მეტოქეობას ფარერების „ტოშვანისა" და მონტენეგროს „ბუდუჩნოსტის" წყვილში გამარჯვებულს გაუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები