Aa Aa
21 ივლისი 2021  |  23:08

კალიარის ფინანსური პრობლემები აქვს - გოდინს რუსეთში და თურქეთში ეპატიჟებიან

„კალიარის“ ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა დიეგო გოდინმა იტალიურ მედიასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა. გოდინის თქმით, მას შემოთავაზება რუსეთიდან და თურქეთიდან აქვს.

რა თქვა გოდინმა?

„კალიარისთან“ კონტრაქტი კიდევ 1 წლით მაკავშირებს. ხელშეკრულებაში დევს პირობა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა კონტრაქტი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს. სარდინიაში 1 კვირაში დავბრუნდები და სეზონის წინ მომზადებას დავიწყებ.

პრეზიდენტმა გვითხრა, რომ კლუბს ახლა ფინანსური პრობლემები აქვს და ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც შემოთავაზებას მიიღებს შესაძლოა გაიყიდოს. 2-3 კვირის წინ კლუბს ჩემს შესახებ რუსეთიდან და თურქეთიდან მიმართეს, თუმცა ჩემთვის პირადად არავის დაურეკავს. ახლა მხოლოდ „კალიარიზე“ ვფიქრობ და ეს არის ჭეშმარიტება."

Football Italia-ზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ გამოცდილი ცენტრალური მცველით თურქეთიდან „ბეშიქთაში“ იჩენს ყურადღებას. რუსულ კლუბზე კი ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

გოდინი „კალიარიში“

ვეტერანი უკანახაზელი იტალიურ კლუბს გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში გოდინმა „კალიარის“ ფორმა 28-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა. იმასაც გეტყვით, რომ დიეგო „კალიარიმდე“ „ინტერში“ აგორებდა ბურთს. „ნერაძურიმდე“ კი 9 წლის განმავლობაში „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში