სამწუხარო ინფორმაცია - ივან გაზიდისს ყელის კიბო დაუდგინდა
Aa
Aa

სამწუხარო ინფორმაცია - ივან გაზიდისს ყელის კიბო დაუდგინდა

„მილანის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. კლუბის აღმასრულებელ დირექტორს ივან გაზიდისს ყელის კიბო დაუდგინდა.

დიაგნოზი რამდენიმე ინტენსიური ტესტის შედეგად დადგინდა. ექიმებს იმედი აქვთ, რომ გაზიდისი გამოჯანმრთელებას შეძლებს. მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ოპერაცია და შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. „როსონერის“ პრეზიდენტი სკარონი და კლუბის სრული მენეჯმენტი თანადგომას უცხადებს გაზიდიზსს.

თავად ივანმა მის დიაგნოზზე ისაუბრა: „რა თქმა უნდა, კიბოს დიაგნოზი არასდროს არის კარგი, თუმცა ამ მომენტისთვის მე კარგ მდგომარეობაში ვარ და ყველაფერი მკურნალობას ექვემდებარება.

მე მსოფლიოში საუკეთესო მედიკოსები მეხმარებიან და გარშემო უამრავი საყვარელი ადამიანი მამხნევებს. ექიმების ყველა რჩევას გავითვალისწინებ და დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად განვიკურნები.

ჩემი დიაგნოზი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ადამიანი ხშირად უნდა იკვლევდეს საკუთარ ორგანიზმს. არ აქვს მნიშვნელობა გექნებათ თუ არა სიმპტომები. ყველას მოვუწოდებ, რომ პრიორიტეტი საკუთარ ჯანმრთელობას მიანიჭონ. „

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები