ბრძოლა მედლებისთვის: გოგრიჭიანი ირანელის ძლევით ფინალშია !
Aa
Aa

ბრძოლა მედლებისთვის: გოგრიჭიანი ირანელის ძლევით ფინალშია !

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში გიორგი გოგრიჭიანი იასპარეზებს. მან ნახევარფინალში ოთხქულიანი გდებით ირანელი აბას რეზაეიაგოუზგელე დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე აშშ-ს წარმომადგენელი შაპირო იქნება. 

ნახევარფინალამდე გოგჭირიანმა ესპანელ მილას 10-0 მოუგო, ბელარუსი ნიაძელკსა წმინდად დაამარცხა, ბულგარელ დიანკოს 11-3 სძლია. 

ფინალური ბლოკი 20 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აღნიშნულ ტურნირზე რეზო მარსაგიშვილი (48 კგ) და თორნიკე სამხარაძე (80 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ, ხოლო ლუკა ღვინჯილია (55 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს ასპარეზობას.

ასევე,  საქართველოს ღირსებას მალხაზ ხელაია (45 კგ), თორნიკე ასაბაშვილი (51 კგ), გიორგი აბულაშვილი (60 კგ), გიორგი ნათობიძე (71 კგ) და თამაზ ნიკოლეიშვილი (92 კგ) დაიცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები