Aa Aa
16 ივლისი 2021  |  18:31

"ბუსკეტსი დამესიზრმა", - იტალიელებს ყველაზე მეტად ესპანეთის ეშინოდათ

იტალიურმა ტელევიზია Rai-იმ რობერტო მანჩინის გუნდის ტრიუმფზე დოკუმენტური ფილმი Sogno Azurro (ლურჯი ოცნება) გადაიღო, რომელშიც ნაჩვენებია რა ხდებოდა გასახდელში მატჩების წინ და შემდეგ.

ინტერნეტსივრცეში ფილმის ნაწილი გამოჩნდა, რომელიც ესპანეთთან მატჩამდე მონაკვეთს მოიცავს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ უფრთხიან იტალიელები „ფურია როხას“.

„მატჩების მსვლელობისას შენ თამაშის გაკონტროლება ყოველთვის არ შეგიძლია. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, თუმცა აქ კონკურენტებიც არიან. თუ, საამისოდ ლოდინი გიწევს დაელოდე, როდის დაიწყებენ ისინი თამაშს... დამშვიდდი, მიეცი მათ ამის გაკეთების საშუალება.

ესპანეთს შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ნახავთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტები ჩვენ და ისინი ვიქნებით, ასევე კიდევ ვიღაც (კიდევ ერთი გუნდი). მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან კარგები. ეს ადვილი მატჩი არ იქნება, ჩვენ მოთმინება გვმართებს, და როგორც ყოველთვის, ამას ერთად გავაკეთებთ“. - უთხრა მანჩინიმ ფეხბურთელებს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე.

ესპანელების იტალიელებს ყველაზე მეტად ეშინოდათ. ეს ჯორჯო კიელინის სიტყვებიდანაც ჩანს: „ესპანეთმა ბევრი უძილო ღამე მოგვცა. მათ ბევრი იმედგაცრუება დაგვიტოვეს“.

ესპანეთთან მატჩის წინ პესინაც ნერვიულობდა, რომელიც განსაკუთრებით სერხიო ბუსკეტსის წინააღმდეგ თამაშზე ღელავდა. „ატალანტას“ ნახევარმცველი ამ თემაზე ხუმრობით საუბრობს: „ბუსკეტსი დამესიზრმა, მეგონა რომ ის ჩემს საწოლში იწვა“. ამ დროს დონარუმამ უპასუხა: „მან ბურთი ფეხებს შორის გაგიტარა?“

ჩირო იმობილემ პესინას მსგავსად თავისი სიზმრის შესახებ ისაუბრა და მოკლედ თქვა: „უბურთოდ სირბილში 60 წუთი გავატარე“.

როგორც მატჩმა გვანახა, „სკუადრა აძურას“ ყველაზე მეტად სწორედ ესპანელთა წინააღმდეგ გაუჭირდა. მანჩინის გუნდი ყველაზე სუსტად სწორედ ნახევარფინალში გამოიყურებოდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage