ტუხელს ხედირას შეძენა სურს
დორტმუნდის „ბორუსია“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს, საკუთარი შემადგენლობის გაძლიერებას, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით, სემი ხედირათი აპირებს. როგორც გერმანული გამოცემა „Bild“-ი იუწყება, ეს ტრანსფერი დორტმუნდელთა მომავალ მწვრთნელ, ტომას ტუხელს სურს.