Aa
Aa

"თქვენით ვამაყობ" - პოგბამ საკა, სანჩო და რაშფორდი გაამხნევა

ევრო 2020-ის ფინალში ინგლისი იტალიას საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ჩემპიონის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა. „სამი ლომის“ მხრიდან თერთმეტმეტრიანი საკამ, სანჩომ და რაშფორდმა ვერ გაიტანეს. სამივე მათგანი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკეს. ამ ყველაფერს კი პოლ პოგბა გამოეხმაურა.

რა თქვა პოგბამ?

„მე თქვენით ვამაყობ. ხან მოიგებ, ხან წააგებ. თქვენ პენალტების შესრულების პასუხისმგებლობა აიღეთ და თქვენს ნაკრებს ფინალში გასვლაში დაეხმარეთ.

რასიზმის მიმართ ტოლერანტულები ვერ ვიქნებით და ამის წინააღმდეგ ბრძოლას არასდროს შევწყვეტთ. ბიჭებო, თავი მაღლა უნდა აწიოთ და თქვენი გამბედაობით იამაყოთ. თქვენ ამ ლამაზი თამაშის მაგალითები ხართ. თქვენი თავით იამაყეთ! მსოფლიო ფეხბურთი კი თქვენით ამაყობს!“ - წერს პოგბა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები