ნეფთჩი v დინამოს მატჩის არბიტრების ვინაობა ცნობილია
Aa
Aa

ნეფთჩი v დინამოს მატჩის არბიტრების ვინაობა ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ბაქოში შედგება, სადაც „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება. 

UEFA-ს ვებგვერდმა მატჩის არბიტრების შესახებ ინფორმაცია უკვე შემოგვთავაზა. შეხვედრას მოლოდოველები განსჯიან. მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის დმიტრუ მანტეანი იქნება, რომელსაც ასისტენტობას ვლად ლიფსი და ვადიმ ვიკოლი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი გაბრიელ ტუპიკიკა იქნება.

შეგახსენებთ, რომ „დინამო" თბილისი - ბაქოს „ნეფთჩის" პირველი მატჩი დინამო არენაზე შედგა და საქართველოს ჩემპიონის მარცხით, ანგარიშით - 1-2 დასრულდა.

ულამაზესი გოლი - მარუშიჩმა ნეფთჩის კარი გახვრიტა

გუნდების განმეორებითი მატჩი 14 ივლისს შედგება და სტარტს 21:00 საათიდან აიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი" იქნება.

მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

ფოტო: „დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები