ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 4 მედლის შანსი აქვს
Aa
Aa

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს 4 მედლის შანსი აქვს

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბოლო, დასკვნით დღეს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებს 4 მედლის, მათ შორის 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს, მოპოვების შანსი აქვს.

ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და გიორი ჩხიკვაძე (72 კგ) ფინალში არიან და ჩემპიონობისათვის იბრძოლებენ, აბულაძე რუსეთის ნაკრების წევრ ბამატოვს, ხოლო ჩხიკვაძე - უნგრელ ტოესმაგს დაეჭიდება.

ლუკა ოჩიგავა (67 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის უნგრელ პოილეჩს და ბულგარელ ძეძოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ლაშა ტვილდიანი (97 კგ) კი ბრინჯაოსთვის ნორვგიელ ვორენს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის სანახავად ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები