წყალბურთი: საქართველოს ნაკრები ყაზახეთის წინააღმდეგ დამარცხდა
26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ.
დღეს, ჩვენმა ნაკრებმა შეხვედრა მე-5 ადგილისთვის მატჩი ყაზახეთის წინააღმდეგ გამართა. მეოთხე ნახევრის ბოლოს ფრე - 11-11 იყო, რადგან შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. თავდაპირველად, საქართველოს ნაკრები იგებდა, თუმცა მეტოქემ მოუმატა და ფრე დაფუქსირდა. ამის შემდეგ გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოარკვია, რომელშიც ჩვენი გუნდი დამარცხდა და მე-7 ადგილისთვის იბრძოლებს. მისი მეტოქე საფრანგეთი იქნება. შეხვედრა ხვალ შედგება და 14:25 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ ყაზახეთამდე ჩვენი გუნდი მონტენეგროსა (8-19) და ამერიკის (13-9) წინააღმდეგ დამარცხდა, ხოლო იაპონიას დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (12-13). სამწუხაროდ, ასევე დავმარცხდით 1/4 ფინალურ ეტაპზე, საბერძნეთის წინააღმდეგ (20-8).
პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს, ფინალური მატჩით დასრულდება. ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია