Aa Aa
26 ივნისი 2021  |  17:45

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური აუზი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს მასპინძლობს. პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა მონაწილეობას მსოფლიო წყალბურთის გრანდები - აშშ-ის, იაპონიის, იტალიის, მონტენეგროს, საბერძნეთის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იღებენ.

დღეს, ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა იაპონიის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით - 12-13 გაიმარჯვა.


ხვალ, 27 ივნისს ჩვენი გუნდი მონტენეგროს, ხოლო 28 ივნისს - აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩები 16:30 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბ ჯგუფში იაპონიის, მონტენეგროსა და აშშ-ის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ა ჯგუფში ერთმანეთს ყაზახეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და იტალია შეეჯიბრებიან.

ჯგუფური ეტაპი 26-28 ივნისს ჩატარდება, ხოლო პლეი-ოფის შეხვედრები 29 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს, ფინალური მატჩით დასრულდება.

საქართველოს ნაკრებისა და ფინალური მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - ბილეთების ყიდვა.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია

გაზიარება:
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში