ზიეჩი და სებალიოსი - მილანი ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს
Aa
Aa

ზიეჩი და სებალიოსი - მილანი ჩალჰანოღლუს შემცვლელს ეძებს

„მილანმა“ ჰაქან ჩალჰანოღლუს დაკარგვის შემდეგ ფრენკ კესისთან მოლაპარაკებები დაიწყო. „როსონერის“ არ სურს, რომ თავისი ერთ-ერთი ლიდერი მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგოს.

ამავდროულად, „მილანი“ ჩალჰანოღლუს შემცვლელის შეძენასაც ცდილობს. გაძეტა დელო სპორტის ცნობით, იტალიელები ჰაკიმ ზიეჩსა და დანი სებალიოსს აკვირდებიან. კლუბი მათგან ერთ-ერთის გაფორმებას შეეცდება.

ახალი შემტევი ნახევარმცველის გაფორმებამდე „მილანი“ ჯერ კესისთვის კონტრაქტის გაგრძელებას შეეცდება. წყაროს ცნობით, „როსონერიმ“ ფეხბურთელს წლიურად 4 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მას წლიურად 5 მილიონზე მეტი სურს.

რაც შეეხებათ ზიეჩსა და სებალიოსს - 28 წლის მაროკოელი შემტევი წელიწადში ანაზღაურების სახით 6 მილიონს ითხოვს, რაც შესაძლოა „მილანისთვის“ დაბრკოლებად იქცეს.

წყარო წერს, რომ იტალიელები ზიეჩის იჯარის წესით აყვანაზე ფიქრობენ. ამ მომენტისთვის მათთვის ეს უფრო მისაღები ვარიანტია, ვიდრე ფეხბურთელის მთლიანად გამოსყიდვა.

დანი სებალიოსი ზიეჩის ალტერნატივად განიხილება. თუ მაროკოელის ტრანსფერი ჩავარდა, „მილანი“ სათადარიგო გეგმაზე გადავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები