სკანდალი ჩილეს ნაკრებში - მეძავეები სტილისტებად გაასაღეს?
Aa
Aa

სკანდალი ჩილეს ნაკრებში - მეძავეები სტილისტებად გაასაღეს?

კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩემპიონატის პროტოკოლი დაარღვიეს და სასტუმროში სექს მუშაკები გამოძახეს.

ჩილეს ნაკრების შვიდმა ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა, გარი მედელმა, პაბლო არანგისმა, ედუარდო ვარგასმა, ჟან მენესმა ,პაბლო გალდამესმა და გილერმო მარიპანმა სასტუმრო „Gran Hotel Odara“-ში სექს წვეულება მოაწყვეს.

სკანდალთან დაკავშირებით ჩილეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ლასარტემ შესაძლოა პოსტი დატოვოს.

აღსანიშნავია,რომ ჩილეს ფეხბურთის ფედერაცია ადასტურებს პროტოკოლის დარღვევას, მაგრამ მიზეზად სხვა ფაქტს ასახელებენ. 

განცხადებაში ნათქვამია,რომ ფეხბურთელებმა არტურო ვიდალმა და გარი მედელმა სასტუმროში სტილისტი მიიყვანეს.

მიმდინარე კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრებმა პირველ ტურში არგენტინასთან ფრედ ანგარიშით 1:1 ითამაშა, მეორეში კი ბოლივიის ნაკრებს 2:0 აჯობა.

ჯგუფურ ეტაპზე  ჩილეს ნაკრები ასევე ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებებეს დაუპრიისპრიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები