Aa Aa
21 ივნისი 2021  |  15:44

ლიოვს პრობლემები მოემატა: მიულერი ტრავმირებულია

გერმანიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტომას მიულერი ევრო 2020-ზე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უნგრეთთან მატჩს გამოტოვებს. BILD-ის ინფორმაციით მიზეზი მუხლის ტრავმაა. აღნიშნული წყაროს ცნობით, დიდი შანსია, რომ ''ბაიერნის'' შემტევმა მერვედფინალიც გამოტოვოს თუ იოახიმ ლიოვის გუნდი ჯგუფურ ეტაპს წარმატებით დაძლევს.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ცნობით, უნგრეთთან მატჩში ილქაი გიუნდოგანის, მატს ჰუმელსისა და ლუკას კლოსტერმანის თამაში საეჭვოა. მიულერის მსგავსად მატ ჰუმელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.

ორი ტურის შემდეგ საფრანგეთი 4 ქულით პირველ ადგილზეა, გერმანიისა და პორტუგალიის ანგარიშზე 3-3 ქულაა, ხოლო უნგრეთი 1 ქულით აუტსაიდერია.

მესამე ტურში საფრანგეთი ''პუშკაშ არენაზე'' პორტუგალიას შეხვდება, მატჩი 23 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პარალელურად გერმანია ''ალიანს არენაზე'' მარკო როსის უნგრეთთან ითამაშებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში