97 მეტრი, 15 წამი, 32 კმ/სთ და გოლი - რონალდუ: 36 წლის კიბორგი
Aa
Aa

97 მეტრი, 15 წამი, 32 კმ/სთ და გოლი - რონალდუ: 36 წლის კიბორგი

კრიშტიანუ რონალდუმ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ რაც შეეძლო მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა „ბუნდესმანშაფტის“ დამარცხება პორტუგალიამ ვერ შეძლო და მათთან უკვე ტრადიციული მარცხი იწვნია.

კრიშტიანუმ გოლს პლუს საგოლე გადაცემა გაიფორმა, თუმცა გატანილი გოლისას მისი გაქცევა ბევრს გამორჩა.

36 წლის პორტუგალიელმა 32 კმ/სთ განავითარა და 97 მეტრი 15 წამში დაფარა, რასაც გოლი

რონალდუს ფიზიკური მომზადების შესახებ, რომ ლეგენდები დადის ეს არახალია. ამჯერად მან თავისი საოცარი ფიზმომზადება კიდევ ერთხელ გვიჩვენა და სხვათაშორის, ეს გერმანელთა კარში მისი პირველი გოლი იყო.

აქამდე კრიშტიანუს მათ წინააღმდეგ ყველაზე ხანგრძლივი მშრალი სერია ჰქონდა. 4 მატჩი, 360 წუთი, 23 დარტყმა კარში და ნული გოლი, თუმცა ამჯერად „რონიმ“ მანუელ ნოიერს გაუტანა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ კრიშტიანუმ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამართულ მატჩებში ჯამში უკვე 19 გოლის გატანა შეძლო, რაც მიროსლავ კლოზესთან ერთად ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ერთი ბურთის გატანის შემთხვევაში რონალდუ ერთპიროვნული რეკორდსმენი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები