ოფიციალურად: დეპაი ბარსელონას ფეხბურთელია
Aa
Aa

ოფიციალურად: დეპაი ბარსელონას ფეხბურთელია

მემფის დეპაი კარიერას კატალონიის ''ბარსელონაში'' გააგრძელებს. ესპანური გრანდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით 27 წლის ნიდერლანდელი ''ბარსას'' რიგებში 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

დეპაი პსვ-სა და ''მან. იუნაიტედის'' ექს-ფეხბურთელია, 2017 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ფრანგული ''ლიონის'' ღირსებას იცავდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ესპანურმა Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით დეპაი „ბარსელონას“ საკუთარ მომავალს 3 წლით დაუკავშირებდა და მისი ხელფასი მაღალი არ იქნებოდა. ნიდერლანდელს „ლიონიდან“ უკეთესი წინადადება ჰქონდა და მას „იუვენტუსიც“ დაუკავშირდა, რომელიც 2-ჯერ მაღალ ხელფასს დაჰპირდა, ვიდრე „ბარსა“, მაგრამ დეპაი თვლის, რომ „ბლაუგრანა“ მისთვის იდეალური კლუბია და მასთან ერთად ტიტულების მოგება სურს.

Sport-ის ცნობით 27 წლის შემტევის გადაწყვეტილებაზე უდიდესი გავლენა რონალდ კუმანის ფაქტორმა მოახდინა. დეპაის ნიდერლანდელ სპეციალისტთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და თავის მენტორთან ერთად წარმატების მიღწევა უნდა.

შეგახსენებთ, რომ დეპაიმ „ლიონის“ მაისურით 178 შეხვედრა გამართა და მის ანგარიშზე 76 გოლია. მემფისს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები