„ვთვლი, რომ პირველი ეტაპის დაძლევა შეგვიძლია
Aa
Aa

„ვთვლი, რომ პირველი ეტაპის დაძლევა შეგვიძლია" - ბიძინაშვილი კონფერენს ლიგაზე

მიმდინარე წლის, 2021 წლის ზაფხულიდან ახალი ევროპული ტურნირის შექმნაა გეგმაში. გათამაშებას კონფერენს ლიგა ჰქვია და ის ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება.

ახალი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება გორის დილა", რომელმაც საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონში მე-3 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ „დილა'' ევროპულ ტურნირზე პირველად იასპარეზებს.

კონფერენს ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდრეი დემჩენკოს გუნდის მეტოქე სლოვაკური „ჟილინა" იქნება.

CrystalSport-ი გორის დილას" ნახევარმცველს, ირაკლი ბიძინაშვილს დაუკავშირდა და ევროტურნირების კენჭისყრის შეფასება სთხოვა.

ირაკლი ბიძინაშვილი კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე

„ჟილინა სლოვაკეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ეტაპის დაძლევა შეგვიძლია. მიზანიც ეს არის - შემდეგ ეტაპზე გასვლა. 

ამ მატჩებისთვის მთელი გუნდი ვემზადებით, შეხვედრებს ჩვენს საუკეთესო ფორმაში რომ შევხვდეთ.

სასიამოვნოა, რომ დილა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ევროტურნირებზე წარადგენს, ეს კი ორმაგი პასუხისმგებლობაა, ღირსეულად რომ გამოვიდეთ და ყველა თამაშში ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ".

შეგახსენებთ, რომ გულშემატკივარი კონფერენს ლიგას 2021-2024 წლამდე იხილავს, ხოლო UEFA ტურნირის გაგრძელების შესახებ შემდეგ იმსჯელებს. ტურნირის მატჩები ხუთშაბათობით გაიმართება, ფინალი კი 2022 წლის მაისში შედგა. გადამწყეტ მატჩს ალბანეთის დედაქალაქი ტირანა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები