Aa Aa
16 ივნისი 2021  |  14:10

ჩემპიონთა ლიგა, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი - დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქე

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" თბილისი ტურნირის პირველ ეტაპს გაივლის, მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე საბერძნეთის ჩემპიონი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი" იქნება.

მარცხის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც მეტოქეობას „მაკაბის" და „ქაირათს" შორის დამარცხებულს გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ  ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო" თბილისი ბაქოს „ნეფთჩს" დაუპირისპირდება.

ცხადაძის გუნდი პირველი ეტაპის შეხვედრებს 6/7 - 13/14 ივლისს, ხოლო წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპის მატჩებს 20/21 - 27/28 ივლისს გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში