Aa Aa
16 ივნისი 2021  |  11:21

რონალდუს შემდეგ პოგბა - ფრანგმა მაგიდიდან ჰეინეკენი მოაშორა

გერმანიასთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პოლ პოგბა რონალდუს მსგავსად მოიქცა, თუმცა ფრანგმა ფეხბურთელმა არა კოკა-კოლა, არამედ ჰეინეკენის ბოთლი აიღო და მაგიდიდან მოაშორა.

როგორც მოგეხსენებათ, პოგბა მუსლიმია და ალკოჰოლის მიღებაზე უარს ამბობს.

რონალდუსგან განსხვავებით, პოგბამ კოკა-კოლის ბოთლები ხელუხლებლად დატოვა.

კოლას მსგავსად, ჰეინეკენიც ევროპის ჩემპიონატის სპონსორი გახლავთ და ბოლო ორი დღეა, ტურნირის უმსხვილეს სპონსორებს ვარსკვლავები მონაცვლეობით მაგიდიდან აშორებენ.

პოგბამ ისლამი 2019 წელს მიიღო: „ეს ყველაფერია. სწორედ ეს მაიძულებს, რომ ყველაფრისთვის მადლიერი ვიყო. ამან მაიძულა ჩემი ცხოვრება შემეცვალა და ბევრი რაღაცის რეალიზება მომეხდინა. ვფიქრობ, ეს შინაგანად უფრო მშვიდს მხდის.

ეს ჩემს ცხოვრებაში კარგი ცვლილება იყო, რადგან მე მუსლიმად არ დავბადებულვარ. ისლამი არ არის ის, რასაც ხალხი ხედავს. საუბარი მაქვს ტერორიზმზე... ის, რაც მასმედიაში გვესმის, მართლაც სხვა რამაა“, - თქვა პოგბამ 2019 წელს Times-თან საუბრისას.

რონალდუის ჟესტის შემდეგ კოკა-კოლამ 4 მილიარდით იზარალა

The Guardian-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც რონალდუმ კოკა-კოლის ბოთლები გვერდით გადადო და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა, კოლას აქციების ფასი 1.6%-ით დაეცა, რასაც 4 მილიარდი დოლარის დაკარგვა მოჰყვა.

კოლას საბაზრო ღირებულება რონალდუს პრესკონფერენციამდე 242 მილიარდი ევრო იყო, დღეს კი 238 მილიარდი გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში