4 მილიარდი დაკარგეს - რონალდუს ჟესტმა კოკა-კოლა აზარალა
Aa
Aa

4 მილიარდი დაკარგეს - რონალდუს ჟესტმა კოკა-კოლა აზარალა

უნგრეთთან წინასამატჩო პრესკონფერენციაზე რონალდუსა და კოკა-კოლის მომენტი ინტერნეტჰიტად იქცა. პორტუგალიელმა ხალხს მოუწოდა, რომ წყალი დაელიათ და არა კოლა.

The Guardian-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც რონალდუმ კოკა-კოლის ბოთლები გვერდით გადადო და ამ კადრებმა მთელი მსოფლიო მოიცვა, კოლას აქციების ფასი 1.6%-ით დაეცა, რასაც 4 მილიარდი დოლარის დაკარგვა მოჰყვა.

კოლას საბაზრო ღირებულება რონალდუს პრესკონფერენციამდე 242 მილიარდი ევრო იყო, დღეს კი 238 მილიარდი გახლავთ.

„პრესკონფერენციაზე ფეხბურთელებს სთავაზობენ წყალს, კოკა-კოლასა და კოკა-კოლას შაქრის გარეშე“, - ამბობს კოლას ერთ-ერთი წარმომადგენელი რონალდუს ჟესტის შემდეგ.

კრიშტიანუს ინსტაგრამზე 300 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი. მისმა ჟესტმა კი უმრავლესობის მხრიდან მოწონება დაიმსახურა, რასაც როგორც ხედავთ კოკა-კოლასთვის ცუდი შედეგები მოჰყვა.

კრიშტიანუს არ მოსწონს, როცა მისი შვილი კოლას სვამს და ჩიფსებს აყოლებს

ყველამ კარგად იცის, თუ რამდენ დროს უთმობს 36 წლის რონალდუ ფიტნესსა და სწორ კვებას.

როდესაც შვილი ჩიფსებს მიირთმევს და მას კოკა-კოლას აყოლებს, ეს ფაქტი კრიშტიანუს გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის თვლის, რომ მსგავსი საკვებ-სასმელი ორგანიზმისთვის მავნებელია.

გასულ წელს Global Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე რონალდუმ მის ვაჟზე ისაუბრა: „ზოგჯერ ის კოკა-კოლას სვამს და ჩიფსებს აყოლებს, რაც მე მაღიზიანებს. მან ეს იცის.

ჩემს შვილს სარბენ ბილიკზე ვარჯიშის შემდეგ ვეუბნები, რომ ცივ წყალში ჩაწვეს, რაც მას აღდგენაში დაეხმარება, თუმცა ის მეუბნება: „მამა იქ ისე ცივა“. არაუშავს, იგი ჯერ მხოლოდ 10 წლის არის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები