Aa Aa
15 ივნისი 2021  |  17:10

"ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს" - ნოიერი საფრანგეთთან მატჩის წინ

ევრო 2020-ზე F ჯგუფის ჯერი დადგა. დღეს ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი გერმანიას დაუპირისპირდება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, „ბუნდეს მანშაფტის“ კარის დარაჯმა მანუელ ნოიერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ნოიერმა?

„2018 წლის წარუმატებლობის შემდეგ გულშემატკივრებთან გარკვეული სახის ვალდებულება გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდებით მათ გახარებას, მაგრამ მხარდაჭერაც ძალიან გვჭირდება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და საფრანგეთის დამარცხება გვინდა.

საფრანგეთს საოცარი ნაკრები ჰყავს, მაგრამ კონკურენციისთვის და კარგი თამაშისთვის მზად ვართ. ყველას დიდი მოლოდინი გვაქვს.

იონას ჰოფმანის გარდა ყველამ სრული დატვირთვით ივარჯიშა. გორეცკა ჩვენთან ერთად არის, არაფერი აწუხებს და აქტიურად ვარჯიშობს.  ექიმების ინფორმაციით, არანაირი რისკი არ არსებობს.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის და გერმანიის დაპირისპირება სამშაბათს, 15 ივნისს 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში