ჩემპიონთა ლიგა: გაირკვა დინამო თბილისის 4 სავარაუდო მეტოქე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: გაირკვა დინამო თბილისის 4 სავარაუდო მეტოქე

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში „დინამო" თბილისმა ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსი ისტორიაში მეთვრამეტედ მოიპოვა და ზაფხულში საქართველოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარადგენს. 

ამ ეტაპზე  „დინამო" თბილისის სავარაუდო მეტოქეებიდს სია ოთხამდე შემცირდა და უკვე ცნობილია.

 შახტიორი (ბელარუსი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), მაკაბი (ისრაელი), ტეუტა (ალბანეთი).

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების ჩატარების სავარაუდო პერიოდი ივლისია.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მეტოქე ხვალ, 15 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათიდან გაირკვევა.

იმ შემთხვევაში, თუ „დინამო" პირველივე ეტაპზე დამარცხდება, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, რომელიც ახალი ტურნირია და ჩემპიონთა ლიგის ფორმატის ანალოგი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები