საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს მეორე მატჩიც მოუგო
Aa
Aa

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს მეორე მატჩიც მოუგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანს თბილისში უმასპინძლა და პირველი მატჩის მსგავსად მეორე ამხანაგური შეხვედრაც იდენტური ანგარიშით - 2:1 მოუგო.

ჩვენს გუნდს დაწინაურება სწრაფად შეეძლო, თუმცა მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანი ლუკა პარკაძემ ვერ გამოიყენა, ნახევარმცველმა, რომელმაც 5 ივნისს, პირველ მატჩში, მეტოქეს თერთმეტმეტრიანი გაუტანა. 29-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ანგარიში გახსნა - ლუკა პარკაძის შედეგიანი გადაცემის შემდეგ აზეირბაიჯანის ნაკრების კარი ნიკოლოზ ნინიძემ აიღო (1-0).

აღსანიშნავია, რომ გოლიდან რამდენიმე წუთში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები კაცნაკლული დარჩა. მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე, კაცნაკლული დარჩა მეტოქეც.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა უპირატესობა ორამდე მე-60 წუთზე, გიორგი ტაბატაძის გოლით გაზარდა (2-0), ხოლო მეტოქემ ერთი ბურთი დაახლოებით 3 წუთში, მუსა მამედოვის გოლით გაქვითა (2-1).

გიორგი ჩიტაურის გუნდი შეკრებას 1-8 ივნისს, თბილისში, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გადიოდა.

17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 24 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის ერთი ლეგიონერი, ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე).

U17 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (სფფ-ის აკადემია), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: გელა სადღობელაშვილი (სფფ-ის აკადემია), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი მაღრაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ციხელაშვილი (საბურთალო), თენგო გობეშია (დინამო თბილისი), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), ალექსანდრე ჩიხაძე (მარტვილი), ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკოლოზ ყველაშვილი (სფფ-ის აკადემია), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), ლაშა გადილია (მარტვილი), შოთა დადუნაშვილი (იბერია 2010), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ამინ კარაევი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ნიკოლოზ ცეცხლაძე (სფფ-ის აკადემია), გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების ამხანაგური მატჩები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ემსახურება. ჩვენი გუნდი მეოთხე ჯგუფში ითამაშებს და უნგრეთის, ისლანდიის, ესტონეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში 4  საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2021 წლის 1 ივლისიდან 16 ნოემბრის შუალედში  ჩატარდება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები