''ამას ვერ წარმოვიდგენდი, 3 მლნ გადაიხადეს და შანსი არ მომცეს'' - ინტერვიუ გიორგი ქვილითაიასთან
Aa
Aa

''ამას ვერ წარმოვიდგენდი, 3 მლნ გადაიხადეს და შანსი არ მომცეს'' - ინტერვიუ გიორგი ქვილითაიასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კვიპროსული აპოელ-ის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია CrystalSport-თან ინტერვიუში განვლილი უცხოური კარიერის საინტერესო დეტალებს იხსენებს. 27 წლის ფორვარდი უნგრეთში, ავსტრიაში, ბელგიასა და კვიპროსზე მიღებულ გამოცდილებას გვიზიარებს.

როგორც ვენის ''რაპიდის'' ექს-მოთამაშე აღნიშნავს, ''გენტში'' ტრანსფერისას ვერ წარმოიდგენდა თუ ბელგიურ კლუბში შესაძლებლობების დამტკიცების შანსს არ მისცემდნენ, რადგან მძიმე ტრავმის მიუხედავად ''გენტის'' მმართველებმა მის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ქვილითაია იხსენებს ლეონიდ სლუცკის არნემის ''ვიტესში'' ჩაშლილ ტრანსფერს, რუს სპეციალისტთან შეხვედრას,  საუბრობს ტრავმებით გამოწვეულ რთულ პერიოდებზე, ძალიან ემოციურ დღეებსა და ბრაზილიელ ჟოელინტონზე, რომელიც სპორტულ რეჟიმს იდეალურად არ იცავდა, თუმცა ტექნიკური შესაძლებლობებით ძალიან გამორჩეული იყო.

 

შეგახსენებთ, ქვილითაია ბელგიური ''გენტის'' საკუთრება იყო და 2020-21 წლების სეზონი იჯარით ''ანორთოსისში'' გაატარა. მან კვიპროსული გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში 16 გოლი შეაგდო, თემურ ქეცბაიას გუნდს თასის მოპოვებაში დაეხმარა, ახლახანს კი აპოელ-მა ბელგიური ''გენტიდან'' გამოისყიდა. მასთან ერთად აპოელ-ში თორნიკე ოქრიაშვილი და ბუბა დაუშვილი ითამაშებენ.

View this post on Instagram

A post shared by APOEL FC (@apoelfcofficial)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები