დინამო თბილისი ეროვნული ნაკრების 2 ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
Aa
Aa

დინამო თბილისი ეროვნული ნაკრების 2 ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, „დინამო" თბილისის რიგებში სიახლეებია. როგორც გულშემატკივარმა უკვე იცის, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ყავს - კახა ცხადაძე. სპეციალისტმა „დინამოს" ძირითადი შემადგენლობა სანაკრებო შესვენების მიმდინარეობისას გაიცნო და აქტიურ მუშაობასაც შეუდგა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, „დინამო თბილისმა" უკვე დაიწყო 2 ტრანსფერზე მუშაობა. საუბარია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებზე - ლევან შენგელიასა და ვაკო გვილიაზე.

მოგეხსენებათ, ლევან შენგელიას „ქონიასპორთან" კონტრაქტი ამოეწურა და ახალი კონტრაქტის შესახებ საუბარი აღარ ყოფილა, უგუნდოდაა ვაკო გვილიაც, რომელსაც ბოლო სეზონი გამორჩეული არ ჰქონია და ვარშავის „ლეგია" დატოვა.

„დინამო" თბილისის მზადება გარკვეულწილად ევროტურნირებს უკავშირდება. ივლისში, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი საქართველოს სახელით ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება. „დინამო" განთესილი იქნება, უშუალოდ კენჭისყრის შედეგებს კი 15 ივნისს შევიტყობთ.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია /დინამო" თბილისი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები