სირთულეების დაძლევა შეგვიძლია | ასათიანის და თოდუას კომენტარები
Aa
Aa

სირთულეების დაძლევა შეგვიძლია | ასათიანის და თოდუას კომენტარები

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ის პირველ მატჩს 21 იანვარს, რიგაში გამართავს. პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის პრესკონფერენცია გაიმართა. 

ავანდილ ასათიანი: „დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს“.

ლატვია - საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი ასევე გააკეთა ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ: „შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ". 

ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები