„ლივერპულმა
Aa
Aa

„ლივერპულმა" 22 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი დაიმატა

„ლივერპულმა" იბრაჰიმა კონატეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი იურგენ კლოპის გუნდს „ლაიპციგიდან" შეუერთდა, სადაც 95 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

ტრანსფერის ღირებულებად 36 მილიონი ევრო სახელდება.

კონატეს პირველი კომენტარი

„ეს ნამდვილად ამაღელვებელი მომენტია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მოუთმენლად ველოდები ახალ თანაგუნდელებთან და კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ახლა 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და სრულად საფრანგეთის ნაკრებზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა ამის შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს შევუერთდები. ეს საუკეთესო გრძნობა იქნება.

იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავი, ბევრს ვშომობდი. მინდა, მადლობა ვუთხრა „ლაიპციგს", მწვრთნელებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, გულშემატკივარს. თქვენ დამეხმარეთ გავმხდარიყავი არამარტო უკეთესი ფეხბურთელი, არამედ, უკეთესი ადამიანიც. ამისთვის მადლობელი ვარ".

იწერებოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლივერპული იბრაჰიმა კონატეს გაიფორმებდა, მაშინ „შალკეს" ცენტრალურ მცველს, ოზან კაბაკს აღარ გამოისყიდდა.

იბრაჰიმა კონატე 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთთან ერთად იასპარეზებს, ხოლო მერსისაიდულ გუნდს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები