Aa
Aa

"ფინალით უნდა დავტკბეთ" - სულშერი ვილიარეალთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვილიარეალს" დაუპირისპირდება. გდანსკში გასამართ მატჩამდე, "წითელი ეშაკების" თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა სულშერმა მატჩის წინ?

„ფინალისთვის კარგად მოვემზადეთ. მარსიალი და ფილ ჯონსი სამწუხაროდ ვერ დაგვეხმარებიან. მაგუაერს რაც შეეხება, ჯერჯერობით არ ვიცი ითამაშებს თუ არა.

ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთელები წარმატების გემოს უგებენ, შემდეგ შეიძლება ორნაირად განვითარდეს ყველაფერი. პირველი - ტრიუმფის შემდეგ დაისვენონ და ისიამოვნონ. მეორე - უფრო მოტივირებულები და მშივრები გახდნენ.

ჩემი ფეხბურთელების უმეტესობა ერთად წელიწადზე მეტია თამაშობენ. ახლა ისინი ფინალით უნდა დატკბნენ. დარწმუნებული და ამავდროულად მშვიდი ვარ. საკმარისად მაქვს საკუთარი თავის რწმენა.

ვხედავ, რომ ჩემი გუნდი ვითარდება და წარმატების მიღწევისთვის იბრძვის. როგორც ჯგუფი, ვფიქრობ ახლა ყველაფრისთვის მზად ვართ. ყველა ფეხბურთელი, რომელიც ფინალში გადის აქვს ზეწოლა და გამარჯვების მოლოდინი. ჩვენ გამარჯვების მოლოდინი გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ უნაი ემერიც იგივეს ფიქრობს.

ყველაფერი 50/50-ზეა. გრძელი გზა გამოვიარეთ. ვფიქრობ, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სეზონის შეჯამება „ვილიარეალთან“ მატჩის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ბედნიერები სახლში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში დავბრუნდებით.“

ცნობისთვის, ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხჯერვე შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი 26 მაისს, თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები