„ახალი თავგადასავლის დროა
Aa
Aa

„ახალი თავგადასავლის დროა" - ვეინალდუმი „ლივერპულს" დაემშვიდობა

„ლივერპულის" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა, ჯინი ვეინალდუმმა, მერსისაიდული კლუბის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა. ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა „ლივერპულსა" და „კრისტალ პალასს" შორის, იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით - 2-0 დასრულდა. შედეგად, „ლივერპულმა", 69 ქულით, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა „ლივერპულში" გატარებული წლები გაიხსენა და კლუბს დაემშვიდობა.

ჯინი ვეინალდუმის ბოლო კომენტარი ლივერპულის ფეხბურთელის რანგში

„ცრემლების შეკავება მიჭირს. გულშემატკივარმა 5 წლის მანძილზე უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატა, ამისთვის მადლიერი ვარ. ისინი ძალიან მომენატრებიან.

რა თქმა უნდა, ბედნიერ ვარ. მივდივარ ისე, რომ რთული სეზონის შემდეგ „ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა შეძლო. ყველამ იცის, მიმდინარე სეზონი ჩვენთვის რამდენად რთული გამოდგა, რამდენიმე კვირის წინ, ეს შეუძლებელიც კი ჩანდა. ჩვენი გუნდი ევროტურნირებზე მოხვედრას იმსახურებდა, იმსახურებდა გულშემატკივარი და რა თქმა უნდა, თითოეული ფეხბურთელი.

სინანულის გრძნობა იმ შემთხვევაში გამყვებოდა, თუ „ლივერპულთან" ერთად ტიტულის მოპოვებას ვერ შევძლებდი. თუმცა ამ ყველაფერზე წინ გულშემატკივარი დგას, მათი ურთიერთობა კლუბთან. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მიხაროდა, როდესაც მოედანზე 10 000 გულშემატკივრის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. მნიშვნელოვანია ჩვენი, ფეხბურთელების ურთიერთობა კლუბის მენეჯმენტთან, თითოეულ იმ ადამიანთან, ვინც აქ მუშაობს.

ენფილდზე , ლივერპულის" მატჩების საყურებლად, აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ლივერპული" ძალიან მიყვარს და მე ამ კლუბის გულშემატკივრად ვრჩები.

ისე არ მოხდა, როგორც ვგეგმავდით, ამიტომ ახალი თავგადასავლის დრო მოვიდა. ახლა დასვენების დროა, შემდეგ ეროვნულ ნაკრებს შევუერთდები და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 1 ივლისს „ლივერპულის" ფეხბურთელი აღარ ვიქნები".

 ვეინალდუმი და ლივერპული

ნიდერლანდელი ნახევარცველი ლივერპულს 2016 წელს, „ნიუკასლიდან" შეუერთდა და ამ დროში მერისაიდული კლუბის მაისურით 237 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და მოიგო 4 მნიშვნელოვანი ტიტული: ინგლისის პრემიერლიგა (2019/20), ჩემპიონთა ლიგა (2018/19), მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2019) და სუპერთასი (2019).

გავრცელებული ინფორმაციით, ვეინალდუმის ტრანსფერით დაინტერესებულნი „ბარსელონა" და „ბაიერნი" არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები