Aa Aa
16 მაისი 2021  |  21:28

გოლი 95-ე წუთზე - ალისონმა ლივერპულს მოაგებინა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „ლივერპული“ „ვესტ ბრომვიჩს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:1  დაამარცხა.  მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისთვის იბრძვიან და ეს გამარჯვება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო

მატჩი საკმაოდ დრამატულად წარიმართა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. სალაჰმა კი გაათანაბრა. შეხვედრის 95-ე წუთზე „ვესტ ბრომვიჩის“ კართან კუთხური დაინიშნა. საჯარიმოში „ლივერპულის“ კიპერი ალისონი წავიდა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. მერსისაიდულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი მათმა მეკარემ შეუნარჩუნა.

ბრაზილიელი კიპერი "ლივერპულის" ისტორიაში 1982 წლის შემდეგ გახდა პირველი, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედია“ 70 ქულით. მე-3 პოზიციას „ლესტერი“ იკავებს 66 ქულით. მეოთხეზე 64 ქულით კი „ჩელსი“ მოგვევლინა. „ლივერპული“ „არისტოკრატებს“ 1 ქულით ჩამორჩება და მეხუთე ადგილს 63 ქულით იკავებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში